ფეხბურთი

14:55 | 11.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

რადამელ ფალკაოს "რაიო ვალეკანო" კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

მადრიდის „რაიო ვალეკანო“ რადამელ ფალკაოს ახალ კონტრაქტს სთავაზობს. ესპანური მედიის ცნობით, უახლოეს დღეებში კოლუმბიელი თავდამსხმელი ხელშეკრულებას 2023 წლის ზაფხულამდე განაახლებს.

ფალკაოს „რაიოსთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს, მაგრამ იმდენად კარგად თამაშობს, რომ მადრიდელებმა მასთან თანამშრომლობის გაგრძელება უკვე გადაწყვიტეს.

რადამელ ფალკაო „რაიო ვალეკანოს“ გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ლა ლიგაში ჩატარებულ 8 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა.

0.113326