სხვა

1:26 | 11.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

შვედებს ოლიმპიადაზე ბარის თხილამურობის ფავორიტი გამოაკლდათ

შვედეთის ოლიმპიურ ნაკრებს პეკინის ზამთრის თამაშებისთვის, ბარის თხილამურობაში ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, სპრინტის სპეციალისტი ლინ სვანი გამოაკლდა. მან განაცხადა, რომ მხრის ტრავმის მოშუშებას ოლიმპიადისთვის ვერ ასწრებს.

სვანმა ტრავმა თებერვალში, შვედთის ულრიცეჰამნის შეჯიბრისას მიიღო. თვეების განმავლობაში, მისი მორჩენა ვერ მოახერხა, რის გამოც, ორი თვის წინათ ოპერაცია გაუკეთეს. ახლახანს კი ექიმებმა უთხრეს, რომ ტრავმის მოშუშებას ვერც ოლიმპიადისთვის მოასწრებს.

„გუშინ მე იატაკზე ვიწექი, ძაღლს ვიყავი ჩახუტებული და მთელი ხმით ვტიროდი. ასე ალკბათ ორი-სამი წელია, არ მიტირია“, - განაცხადა 21 წლის სვანმა, ვინც ტრავმის მიღებამდე, 10 კილომეტრზე კლასიკური რბოლა მოიგო. ის რბოლაც შვედეთში, ფალუნში ჩატარდა. სვანმა დაძაბულ ბრძოლაში აჯობა მსოფლიოს 14-გზის ჩემპიონს, ნორვეგიელ ტერეზა იოჰაუგს.

ახალგაზრდა მოთხილამურე ამბობს, რომ ტრავმულ პერიოდს იმისთვის გამოიყენებს, რათა უკეთესი მოთხილამურე გახდეს. „მინდა, ამ ზამთარში სრულყოფილ მოთხილამურედ ჩამოვყალიბდე, რათა საუკეთესოებს შევეჯიბრო და მსოფლიო თასზე, აბსოლუტურ ჩათვლაში გამარჯვებისთვის ბრძოლა შევძლო“, - ამბობს სვანი.

თეგებილინ სვანი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098643