ფეხბურთი

10:27 | 8.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხოსე ბორდალასი: "20 გოლის გაშვება აღმაშფოთებელია"

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა „ატლეტიკოსთან“ (3:3) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელი სპეციალისტი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ მისმა გუნდმა 13 ტურში 20 გოლი გაუშვა და ამაზე ისაუბრა.

„გუნდი მიუხედავად მძიმე დარტყმისა, არ დანებდა. პირველი ტაიმის ერთადერთი შეცდომა ლუის სუარესის გოლად დაგვიჯდა, მეორე ნახევარი კარგად დავიწყეთ, მაგრამ არ ვარ კმაყოფილი, ისეთ გოლებს ვუშვებთ, რომლებიც არ უნდა გავუშვათ. „ატლეტიკოსთან“ ფრეს დამსახურება უნდა, მაგრამ სხვა სცენარს ვისურვებდი, რადგან პირველი და მეორე გოლების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

20 გოლის გაშვება არ შეიძლება, ეს აღმაშფოთებელია. რეალისტები უნდა ვიყოთ და მოსამატებელი გვაქვს. ბევრჯერ გავუშვით გოლები პირველებმა და შემდეგ გვიწევს რეაგირების მოხდენა, ამ კუთხით ბედნიერი არ ვარ, სწორი დამოკიდებულება პირველივე წუთებიდან უნდა გვქონდეს. ბალანსი საჭიროა, ამიტომ, ეს ტენდეცია უნდა შევცვალოთ. ახლა სანაკრებო პაუზაა და ყველამ ერთად რეაგირება უნდა მოვახდინოთ“, - თქვა ბორდალასმა.

შეგახსენებთ, „ვალენსია“ 13 ტურის შემდეგ 17 ქულით მეათე ადგილზეა და 20 გოლი გაუშვა (6 მატჩში 7 მამარდაშვილმა და 7 შეხვედრაში 13 სილესენმა).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121096