ფეხბურთი

14:07 | 7.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ნორვიჩის" მწვრთნელი მოგებული მატჩის შემდეგ დაითხოვეს

„ნორვიჩის“ მთავარი მწვრთნელი დანიელ ფარკე გაათავისუფლეს, ეს კი მოგებული მატჩის შემდეგ მოხდა. ინფორმაცია ინგლისური გუნდის ვებგვერდმა გაავრცელა.

გერმანელი მწვრთნელი „ბრენტფორდთან“ მატჩის შემდეგ დაითხოვეს, რომელიც „ნორვიჩმა“ 2:1 მოიგო და სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. როგორც ჩანს, გუნდის ხელმძღვანელობას მისი გათავისუფლება თამაშამდე ჰქონდა გადაწყვეტილი, რადგან ახლა სანაკრებო პაუზაა და 2 კვირა აქვთ ახალი მწვრთნელის მოსაძებნად.

ფარკე „ნორვიჩს“ 2017 წლიდან წვრთნიდა და პრემიერლიგაში ორჯერ გადაიყვანა. „ნორვიჩი“ პრემიერლიგაში 11 ტურის შემდეგ 5 ქულით ბოლო ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115501