ფეხბურთი

2:05 | 7.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" სასიცოცხლო და ალეგრის მე-200 გამარჯვება

„იუვენტუსმა“ სერია A-ში ორმატჩიანი წაგებებისა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია, როგორც იქნა შეწყვიტა. თუმცა, მასიმილიანო ალეგრის გუნდი ისევ მძიმე და უფერული იყო.

„იუვემ“ ფლორენციის „ფიორენტინას“ ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 1:0 მოუგო და მატჩის ბედი ხუან კუადრადომ მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე გადაწყვიტა. კოლუმბიელმა, რომელიც თამაშში შეცვლაზე ჩაერთო, მახვილი კუთხიდან დაარტყა და მეკარემ ახლო კუთხეში გაუშვა. ამან ყველაფერი გადაწყვიტა.

„იუვენტუსი“ ძალიან მძიმედ გამოიყურებოდა და კარის ჩარჩოში პირველად 86-ე წუთზე დაარტყა. თუმცა, საგოლე მომენტები მეტოქეზე მეტი შექმნა და ყველაზე მეტად ფედერიკო კიეზა აქტიურობდა, რომელმაც ხარიხაც შეაზანზარა. ასეა თუ ისე, ტურინულმა გრანდმა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, 18 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში სწორედ „ფიორენტინას“ გაუტოლდა. სხვათა შორის, ალეგრისთვის ეს იყო მე-200 გამარჯვება „იუვენტუსში“ და მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ მარჩელო ლიპის (227) და ჯოვანი ტრაპატონის (319) აქვთ.

მორიგი გამარჯვება მოიპოვა ბერგამოს „ატალანტამ“, რომელმაც ბოლო ადგილზე მყოფ „კალიარის“ მარიო პაშალიჩისა და დუვან ძაპატას პირველივე ტაიმში გატანილი გოლებით 2:1 აჯობა. სხვათა შორის, ბერგამოელებმა სეზონის სტარტზე სტუმრად 6 მატჩიდან 5 მოიგეს და ისტორიაში პირველად აქვთ ასეთი შედეგი. ჯან პიერო გასპერინის გუნდმა 22 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზეა, ყოველშემთხვევაში იქამდე, სანამ მე-12 ტურის მატჩს „რომა“ ჩაატარებს („ვენეციასთან“).

მე-12 ტურის მთავარი მატჩი კი მილანში გაიმართება, სადაც დერბი „დელა მადონინაა“. „მილანისა“ და „ინტერის“ დაპირისპირება ძალიან დიდი ინტერესს იწვევს, რადგან ორივე გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის და წესით, მაგარი თამაში უნდა გამოვიდეს.

„კალიარი“ – „ატალანტა“ 1:2 (1:2)

გოლები: 0:1 პაშალიჩი (6), 1:1 ჟოაო პედრო (27), 1:2 ძაპატა (43)

„იუვენტუსი“ – „ფიორენტინა“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 კუადრადო (90)

„სპეცია“ – „ტორინო“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 სალა (58)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122864