ფეხბურთი

1:14 | 7.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძის მეხუთე გოლი სეზონში (+VIDEO)

უნგრეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში გიორგი ბერიძის „უიპეშტი“ „პუშკაშ აკადემიასთან“ 1:2 დამარცხდა, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა.

ბერიძემ შეუცვლელად ითამაშა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ მერვე წუთზე გოლი პენალტით, რომელიც თვითონ მოიპოვა, გაიტანა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 24 წლის შემტევმა უნგრეთის ჩემპიონატში ჩატარებულ მერვე მატჩში მეორე გოლი გაიტანა, გარდა ამისა, თასზე 3 გოლი აქვს გატანილი.

„უიპეშტი“ ცუდ სეზონს ატარებს და 8 ქულით ბოლო, მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 20 ნოემბერს, „დებრეცენს“ უმასპინძლებს.

0.112851