ფეხბურთი

0:17 | 7.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილის ეფექტური გოლი უკრაინის ჩემპიონატში (+VIDEO)

უკრაინის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში გიორგი წიტაიშვილმა პირველი გოლი გაიტანა. ქართველი ნახევარმცველის „ჩერნომორეცმა“ ლვოვის „რუხს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა.

წიტაიშვილმა თავი 57-ე წუთზე გამოიჩინა და იმ დროისთვის ანგარიში 3:0 გახადა, თუმცა, მერე მისი გუნდი მოდუნდა და ლამის დაისაჯა. გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მე-10 შეხვედრაში პირველი გოლი გაიტანა. აღნიშნულ მატჩში ოდესელთა რიგებში 73-ე წუთიდან ბექა ვაჩიბერაძემ ითამაშა.

„ჩერნომორეცმა“ ამ გამარჯვებით 11 ქულა დააგროვა, მე-12 ადგილზეა და მომდევნო ტურში 19 ნოემბერს, კიევის „დინამოს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128939