ფეხბურთი

22:56 | 6.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" "დინამო ბათუმის" წაფორხილებით ვერ ისარგებლა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში საჩემპიონო ბრძოლა სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე დიდი ალბათობით დასრულდა.

ეს იმის ფონზე, რომ „დინამო ბათუმმა“ ქულები დაკარგა. გია გეგუჩაძის გუნდი „ლოკომოტივს“ ესტუმრა და მცდელობების მიუხედავად, მეტოქის კარში გოლი ვერ გაიტანა. შედეგად უგოლო ფრე მატჩში, რომლითაც 33-ე ტური გაიხსნა.

შესაბამისად, „დინამო თბილისმა“ იდეალური შანსი მიიღო, რომ ჩამორჩენა ორ ქულამდე შეემცირებინა, მაგრამ კახა ცხადაძის გუნდმა ეს ვერ გამოიყენა, რაც ალბათ ნიშნავს, რომ საჩემპიონო ამბიცია ვეღარ ექნება.

„დინამო“ გორში ბრწყინვალე ფორმაში მყოფ „დილას“ ესტუმრა და მარცხი განიცადა. მატჩის ბედი ირაკლი ბიძინაშვილის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა და ანდრეი დემჩენკოს გუნდმა ამ გამარჯვებით კონფერენს ლიგის საგზურის მოპოვებაზე დიდი განაცხადი გააკეთა.

საჩემპიონო ბრძოლაში კი „დინამო ბათუმი“ „დინამო თბილისს“ უკვე 5 ქულით უსწრებს და მხოლოდ სამი ტური რჩება. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმელებმა მოუგებელი თამაშის ფონზე გაზარდეს ქულათა უპირატესობა, ალბათ ბევრ რამეზე მეტყველებს.

„დილა“ – „დინამო თბილისი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ბიძინაშვილი (48)

„ლოკომოტივი“ – „დინამო ბათუმი“ 0:0 (0:0)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112041