ჭიდაობა

0:15 | 6.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი ჭიდაობა: წარუმატებელი დღე 23-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში თავისუფალ ჭიდაობაში 23-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო, რომლის პირველი საშეჯობრი დღე საქართველოსთვის წარუმატებელი გამოდგა.

ხუთი ქართველი მოჭიდავიდან მედლისთვის მხოლოდ 2 იბრძვის და ორივე რეპეშაჟში, ბრინჯაოსთვის.

79 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს გოგა მამიაურს, რომელმაც ყაზახ ბიბარის ნურიალაულისთან 7:3 მოიგო და თურქ რამაზა იშაკ სარისთან 0:6 დამარცხდა, რომელიც ფინალში გავიდა და ქართველს მედლის შანსი გაუჩინა. მამიაური რეპეშაჯში იაკობ ვესლი მარშს გაეჯიბრება.

იგივე გზა განვლო ზურიკო ურთაშვილმა (97 კგ), რომელმაც ბულგარელ ცვეტან ევტიმოვთან 11:1 მოიგო, ხოლო ირანელ ამირალი ჰამიდ აზარპირასთან 3:5 დამარცხდა, თუმცა მან ფინალში გასვლა მოახერხა და ქართველი რეპეშაჟში ბელარუს ვასილ პაულიუჩენკას შეხვდება.

რამაზ თურმანიძემ (57 კგ) პირველივე წრეში ინდოელ საურაბ იგავესთან 9:11 წააგო, თავის მხრივ ის ფინალში ვერ გავიდა და ჩვენებური ასპარეზობას გამოეთიშა. 65 კგ წონით კატეგორიაში ივერიკო ჯულაყიძემ კანადელი იაკობ ტორესი 13:1 დაამარცხა, შემდეგ ბულგარელ სტილიან ილიევთან 0:2 დამარცხდა, რომელიც ფინალში ვერ გავიდა და ქართველი რეპეშაჟს მიღმა დარჩა. გიორგი ელბაქიძემ (70 კგ) ინდოელ ნავეენ ნავეენს 12:1 აჯობა, თუმცა, მომდევნო წრეში მურად ევლოევთან 3:12 დამარცხდა, რომელიც ფინალში ვერ გავიდა და გიორგი ასპარეზობას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, შაბათს ასპარეზობაში კიდევ 5 ქართველი მოჭიდავე ჩაერთვება. მანამდე მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გაიმართა და საქართველომ 3 მედალი (2 ოქრო, 1 ვერცხლი) მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106479