ძიუდო

22:33 | 5.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

მამიაშვილის ვერცხლი და თუთაშვილის ბრინჯაო ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოში ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატი მიმდინარეობს და პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველომ ორი მედალი მოიპოვა. ალეკო მამიაშვილი ვერცხლს, ხოლო გიორგი თუთაშვილი ბრინჯაოს დაეუფლა.

მამიაშვილმა (73 კგ) ფინალამდე ბელარუსი რუსლან ჰალავაჩოუ, ბულგარელი მარკ ჰრისტოვი, უნგრელი დანიელ შეგედი და მოლდოველი ადილ ოსმანოვი დაამარცხა, ხოლო ფინალში მისი მეტოქე არმენ აგაიანი იყო და მარცხი განიცადა, შედეგად ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გიორგი თუთაშვილმა (66 კგ), რომელმაც ავსტრიელ მარიო ვეიზინგერს, აზერბაიჯანელ ელჩინ ჰუსეინოვს და ისრაელის წარმომადგენელ ამიტ ბობოვიჩს აჯობა, ნახევარფინალში კი რუმინელ ლუსიან დუმიტრესკუსთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ფრანგ ორლანდო კაზორლას გაეჯიბრა, ვისაც იპონით აჯობა.

დღეს ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე ქალთა შორის ნატალია ყიფშიძემ და ეთერ ლიპარტელიანმაც იასპარეზეს, მაგრამ მარცხი განიცადეს. ყიფშიძე (48 კგ) გერმანელ სარა იშხტთან დამარცხდა, ხოლო ლიპარტელიანმა ასევე გერმანელ სეია ბალჰაუსთან წააგო და ასპარეზობას ორივე ნაადრევად გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106012