ფეხბურთი

19:21 | 5.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს (+VIDEO)

პოლონეთის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

პოლონელს კონკურენციას კრიშტიანუ რონალდუ, პედრო გონსალვეში და პაულო დიბალა უწევდნენ. მეოთხე ტურში "ბაიერნმა" შინ "ბენფიკა" 5:2 დაამარცხა, აღნიშნულ შეხვედრაში კი ლევანდოვსკიმ ექვსი დარტყმიდან სამი გოლი გაიტანა, ხოლო ერთხელ თანაგუნდელს გაატანინა. მიმდინარე სეზონში რობერტის ანნგარიშზე 16 მატჩში 22 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117957