ფეხბურთი

0:10 | 5.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშიას საგოლე პასი კონფერენს ლიგაზე (+VIDEO)

უეფას კონფერენს ლიგის მეოთხე ტურში ბრატისლავის „სლოვანმა“ გიბრალტარის „ლინკოლნი“ დამაჯერებლად 4:1 დაამარცხა და გურამ კაშიამ საგოლე პასი მიითვალა.

ქართველმა ფეხბურთელმა მოედნის თავისივე ნახევრიდან სტანდარტი შეასრულა და მეკარესთან პირისპირ სამუელ მრაცი დატოვა, რომელმაც გოლი გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

კაშიამ, ისევე როგორც ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, ვლადიმირ ვაისის გუნდმა კი ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

„სლოვანს“ ოთხ ტურში 7 ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფიდან გასვლისთვის იბრძვის, მომდევნო ტურში კი 25 ნოემბერს, სალონიკის პაოკ-ს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123526