არგენტინელმა ჟურნალისტებმა როგორც იქნა დაადგინეს თუ ვინაა ვანდა ნარასა და მაურო იკარდის ოჯახის დანგრევის მიზეზი. როგორც იცით, არგენტინელი შემტევი და მისი პირადი აგენტი და ცოლი, მოდელი ვანდა ნარა ერთმანეთს იმის გამო დაშორდნენ, რომ ვანდამ “პსჟ“-ს მობურთალი ღალატში ამხილა. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ეს წყვილი შერიგდა, თუმცა ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.
როგორც გაირკვა, ცოლმა მაურო იკარდი სუპერ-ეპატაჟურ არგენტინელ მოდელ ეუხენია სუარესთან ღალატში ამხილა და სწორედ ეს საბედისწერო ქალი გამოდგა ოჯახის დანგრევის მიზეზი. ახლა კი ისიც ირკვევა, რომ ეუხენია თავის ინტიმურ ვიდეოებს მაუროს გარდა, არგენტინის ნაკრების კიდევ სამ ფეხბურთელს უგზავნიდა და ოჯახში პრობლემები ამის გამო მათაც შეექმნათ.
ეუხენია სუარესი იმას კი აღიარებს, რომ იკარდისთან “რაღაც“ ჰქონდა, მაგრამ სხვა ფეხბურთელებისთვის ვიდეოების გაგზავნაზე არაფერს იძახის. არადა, ეს თუ სიმართლე აღმოჩნდება, გამოდის რომ შეიძლება მაურო იკარდი არც არაფერშია დამნაშავე და ვანდა ნარამ სულ თავი ტყუილად მოიგიჟიანა.







