ფეხბურთი

21:44 | 3.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონსილიმ "სასუოლოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

34 წლის იტალიელმა მეკარემ ანდრეა კონსილიმ "სასუოლოსთან" კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2024 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

კონსილი "სასუოლოს" პირველი მეკარეა და გუნდს 2014 წელს "ატალანტადან" შეუერთდა. მას შემდეგ ანდრეამ პირველი გუნდის რიგებში 274 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 401 გოლი და 68 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. კონსილი ახალგაზრდობაში იტალიის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142649