კალათბურთი

17:44 | 2.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძე ლიგა ენდესას მერვე ტურის სამ საუკეთესო კალათბურთელს შორის დაასახელეს (+VIDEO)

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას ვებგვერდმა მერვე ტურის სამი გამორჩეული მოთამაშე დაასახელა და ერთ-ერთი სევილიის „ბეტისის“ ქართველი წევრი ბექა ბურჯანაძეა.

ბურჯანაძემ „ვალენსიასთან“ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა და 18 ქულა ჩააგდო. მან 7-დან 6 სამქულიანი მოათავსა კალათში და პარკეტზე გამორჩეული იყო.

„ბექა ბურჯანაძე ვალენსიაში „ბეტისის“ ტრიუმფის დიდი გმირი იყო. ქართველმა კალათბურთელმა ყველა გააოცა 18 ქულით და ყველა მათგანი სამქულიანით მოიპოვა. მან 7-დან 6 სამქულიანი ჩააგდო, რაც მისი საუკეთესო მაჩვენებელია ლიგა ენდესაში. გარდა ამისა, 3 მოხსნაც დაამატა და მარგი ქმედების ქმედების 19 კოეფიციენტი ჰქონდა, რაც მისი საუკეთესო თამაში იყო“, - წერს ლიგა ენდესას ვებგვერდი.

ბექა ბურჯანაძის გარდა, ლიგა ენდესას მერვე ტურის საუკეთესო კალათბურთელთა შორის, კლემენ პრეპელიჩი და კაილი უილტიერი მოხვდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132023