საკალათბურთო სუპერლიგის 1 მატჩი გაიმართა რუსთავში, სადაც მოქმედ ჩემპიონთან სათამაშოდ “ქუთაისი 2010” ჩავიდა. ეს გუნდები ერთმანეთს 17 ოქტომბერს, სუპერლიგის პირველი ტურის დღეს გამართულ საქართველოს სუპერთასის მატჩში შეხვდნენ და მაშინ ქუთაისელებმა იოლი გამარჯვება მოიპოვეს. ასე იყო ახლაც. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა მოქმედი ჩემპიონი მისსავე ქალაქში 90:69 (სტატისტიკა) დაამარცხეს.
როგორც ანგარიშიდან ჩანს, ბრძოლა არ შედგა. იმერულმა კლუბმა თავიდანვე რომ მოიპოვა უპირატესობა (პირველი პერიოდი 22:8 მოიგო), შეხვედრის ბოლომდე მეტოქისთვის შანსი არ მიუცია. მეორე ათწუთეული სტუმრებმა 26:19 მოიგეს და დიდ შესვენებაზე უკვე 21 ქულით იგებდნენ. საბოლოოდაც ამ სხვაობით იმარჯვეს ქუთაისელებმა, რომლებმაც მხოლოდ მესამე პერიოდი (14:20) დათმეს მასპინძლებთან.
GBF.GE







