ფეხბურთი

13:48 | 2.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერდინანდი რონალდუს გამოექომაგა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყიფილი მცველი, ამჟამად კი ფეხბურთის ანალიტიკოსი, რიო ფერდინანდი, გუნდის თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს გამოექომაგა. პორტუგალიელს ხშირად აკრიტიკებენ, რომ გუნდურ პრესინგში სათანადოდ არ მონაწილეობს.

„ხშირად მსმენია, ადამიანები ამბობენ, „მანჩესტერი“ რონალდუსთან ერთად ვერაფერს მიაღწევსო. ეს აღმაშფოთებელია. მომისმინეთ, ასეთი რამ ბევრჯერ მინახავს და აღარ მინდა საუბარი. საშინელებაა ასეთი უპატივცემულობა.

მოთამაშე, რომელმაც ამდენს მიაღწია. თაობის სუპერვარსკვლავი. ის ასეთივე წარმატებული იქნებოდა ნებისმიერი თაობის ეპოქაში.

იმის ლაპარაკი, რომ ის პრესინგში ხშირად არ მონაწილეობს და სხვებზე ნაკლებს დარბის... კრიშტიანუ გუნდში ამისათვის არ მოსულა. მის ძლიერ მხარეებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. წნეხის მიუხედავად, მას გადამწყვეტი გოლები გააქვს.“ - წერს ფერდინანდი ტვიტერში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114939