კალათბურთი

23:16 | 1.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ცსკა VTB ლიგაში პირველად დამარცხდა, მაგრამ თორნიკე შენგელია დაბრუნდა!

მოსკოვის ცსკა VTB ლიგის მეხუთე ტურში ესტონურ „კალევთან“ სტუმრად 56:67 დამარცხდა, მაგრამ რუსული კლუბისთვის კარგი ის მოხდა, რომ თორნიკე შენგელია გამოჯანმრთელდა და ითამაშა.

ქართველმა კალათბურთელმა 12 ოქტომბერს, ევროლიგაში „ზენიტთან“ შეხვედრაში მხრის ტრავმა მიიღო და თავიდან შიშობდნენ, რომ ორი თვე გაუცდებოდა, მაგრამ „თოკომოტივი“ ორ კვირაში გამოჯანმრთელდა.

შენგელიამ 24:25 წუთში 7 ქულა. 5 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 4-დან 1 ორქულიანი და 10-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.

შეხვედრას რაც შეეხება, ცსკა-მ ძალიან ცუდად ითამაშა და საბოლოოდ, 56:67 დამარცხდა. როგორც ხედავთ, შეტევაში მოსკოველთა თამაში კრიტიკას ვერ უძლებდა.

ცსკა-ს VTB ლიგაში 4 მოგების წილ 1 მარცხი, ისევე როგორც ყაზანის „უნიქსს“ და ლიდერობას იყოფენ. ისინი მომდევნო ტურში 7 ნოემბერს, ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

0.135524