ფეხბურთი

22:05 | 1.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" ჩემპიონობისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტური ბათუმში დასრულდა, სადაც „დინამო ბათუმი“ თბილისის „საბურთალოს“ დაუპირისპირდა და 4:0 დაამარცხა.

ბათუმელთა უპირატესობა პირველივე წუთებზე გამოიკვეთა და მთელმა თამაშმა ამ სცენარით ჩაიარა. მე-13 წუთზე გიორგი ფანცულაიას წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა, რომელიც ვლადიმერ მამუჩაშვილმა გოლად აქცია და თავისი გუნდი დააწინაურა. 39-ე წუთზე მან უკვე საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში და თავი მამუკა კობახიძემ გამოიჩინა, რომელმაც სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

თუმცა, კობახიძე ამას არ დასჯერდა და მეორე ტაიმის დასაწყისში მეორე სართულზე კიდევ ერთხელ ითამაშა შესანიშნავად და დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ საგოლე გადაცემა ამჯერადაც მამუჩაშვილის ანგარიშზეა. გია გეგუჩაძის გუნდმა საბოლოო ანგარიში 87-ე წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილმა დააფიქსირა.

„დინამო ბათუმს“ 67 ქულა აქვს და სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე „დინამო თბილისს’ 4 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი თბილისის „ლოკომოტივს“ შეხვდება. „საბურთალო“ 50 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს სწორედ „ლოკომოტივთან“ იყოფს და წინ „თელავთან“ მატჩი ელოდება.

„დინამო ბათუმი“ – „საბურთალო“ 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 მამუჩაშვილი (13, პენ), 2:0 კობახიძე (39), 3:0 კობახიძე (57), 4:0 გაფრინდაშვილი (87)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10813