ფეხბურთი

18:20 | 1.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"გრემიოს" ფანებმა პოლიციასთან იჩხუბეს და VAR-ის მოწყობილობას დაამტვრიეს (+VIDEO)

ბრაზილიის სერია A-ს მორიგ ტურში „გრემიომ“ „პალმეირასთან“ წააგო, რასაც სტადიონზე სრული ქაოსი მოჰყვა.

მასპინძელი გულშემატივრები ტრიბუნებიდან სტადიონზე შეიჭრნენ და პოლიციასთან იჩხუბეს. გარდა ამისა, დაამტვრიეს VAR-ის მოწყობილება და დანადგარი, რაშიც მონიტორი თავსდება.

მიზეზი „გრემიოს“ საშინელი კრიზისია - გუნდს ბოლო 8 შეხვედრაში 6 წაგება დაუგროვდა და გასავარდნ ზონაშია, ბოლოსწინა, მე-19 ადგილზე. გარდა ამისა, „პალმეირასთან“ 86-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:2 იყო, „გრემიომ“ გოლი გაიტანა, რომელიც VAR-მა გააუქმა, ხოლო მერე „პალმეირასმა“ მესამე გაიტანა და 3:1 მოიგო.

ცხადია, რომ ფანების მსგავსი საქციელი კლუბს ძვირი დაუჯდება და გვარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს.

თეგებიგრემიო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114867