სხვა

2:42 | 1.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფიური ჯოშუას უსიკთან შეხვედრისთვის მომზადებას სთავაზობს

ტაისონ ფიური და მისი მწვრთნელი შუგარ ჰილ სტიუარდი (ფოტოზე ერთად) ენტონი ჯოშუას, ოლეკსანდრ უსიკთან რემატჩისთვის მზადებისას, დახმარებას სთავაზობენ. განმეორებითი შეხვედრა სავარაუდოდ მარტში ან აპრილში, ბრიტანეთში გაიმართება.

ჯოშუამ მძიმე წონაში IBF-ის, WBA-ის და WBO-ის ტიტულები უსიკთან წაგების შემდეგ, უკრაინელს დაუთმო. ფიურიმ კი WBC-ს ტიტული ამერიკელ დეონტეი უაილდერის დამარცხებით დაიცვა.

„ჩვენ 100 პროცენტით სერიოზულად ვამბობთ, რომ ჯოშუას დახმარება შეგვიძლია. ჩვენ გვინდა, რომ მან უსიკი დაამარცხოს, რადგან ფიურის და ჯოშუას შეხვედრის გამართვა გვინდა. ეს მსოფლიოში კრივის ყველა ფანსაც სურს“, - ამბობს სტიუარდი.

„ეს ხუმრობა სულაც არაა. სიამოვნებით დავეხმარებით ჯოშუას, რადგან მას რემატჩში უსიკის დამარცხება შეუძლია. ეს ახალი არ იქნება. ძვენ დროში, მოკრივეები ერთმანეთის დასახმარებლად, სხვა დარბაზებს მიაშურებდნენ ხოლმე. ეს სპორტია და ჩვენ მასზე, როგორც სპორტზე უნდა ვიფიქროთ“, - დასძენს სტიუარდი.

ფიურიმ სოციალურ მედიაში დაწერა, რომ მზადაა, ჯოშუას მზადებისას დაეხმაროს. სხვათა შორის, ჯოშუამაც განცხადა, რომ ამისთვის მზადაა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ფიური ამაში გასამრჯელოს არ აიღებს. არავინ იცის, ჯოშუა რამდენად გულახდილია, მაგრამ ცნობილია, რომ ის თავისი სავარჯიშო ბანკის გაფართოებას და სხვა მწვრთნელებთან მუშაობასაც აპირებს. ამასთან, თავის ძველ მწვრთნელ რობ მაკკრაკენთან გააგრძელებს თანამშრომლობას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110746