ფეხბურთი

21:00 | 31.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბაჩანა არაბულის გოლი საბერძნეთში (+VIDEO)

„ლამიას“ ქართველმა ფეხბურთელმა ბაჩანა არაბულმა საბერძნეთის ჩემპიონატში გოლი გაიტანა. მერვე ტურში მისმა გუნდმა „ათრომიტოსს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა (2:2), რაც არაბულის დამსახურებაა.

79-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი მარცხდებოდა (1:2), ახალო მანძილიდან ზუსტად დაარტყა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ბაჩანამ ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა. მიმდინარე სეზონში მას ხუთ შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი.

„ლამიას“ 8 თამაშში 6 ქულა აქვს მოპოვებული და სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133302