კალათბურთი

14:49 | 31.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ინდიანა პეისერსმა" გოგა ბითაძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

„ინდიანა პეისერსმა“ გოგა ბითაძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა და ქართველი კალათბურთელი გუნდში 2022-2023 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

„ინდიანას“ 1 ნოემბრამდე უნდა გადაეწყვიტა შეინარჩუნებდა თუ არა გოგას და როგორც ხედავთ, მასთან ხელშეკრულება განახლდა.

გოგა ბითაძე „პეისერსის“ რიგებში 2019 წლიდან თამაშობს, მაგრამ სათამაშო დრო დღემდე საკმაოდ შეზღუდული აქვს. მისი საშუალო სტატისტიკა სეზონების მიხედვით NBA-ში ასეთია:

2019-2020 წლების სეზონში საშუალოდ თამაშში: 8.7 წუთი, 3.2 ქულა, 2 მოხსნა, 0.4 პასი, 0.2 ჩაჭრა, 0.7 დაფარება.

2020-2021 წლების სეზონში: 12.5 წუთი, 5.1 ქულა, 3.3 მოხსნა, 0.8 პასი, 0.3 ჩაჭრა, 1.3 დაფარება.

მიმდინარე სეზონი: 7.6 წუთი, 2.3 ქულა, 3.3 მოხსნა, 0.5 პასი, 0.5 ჩაჭრა, 0.5 დაფარება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115842