ფეხბურთი

14:15 | 31.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის მორიგი გოლი სამხრეთ კორეაში (+VIDEO)

სამხრეთ კორეის K ლიგის 34-ე ტურში ვაკო ყაზაიშვილმა გოლი გაიტანა. „ულსან ჰიუნდაიმ“ საკუთარ მოედანზე „სუვონ სიტის“ შინ 3:2 მოუგო და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ვაკომ შეუცვლელად ითამაშა და ანგარიშიც გახსნა. მე-10 წუთზე ქართველმა შემტევმა პენალტი ზუსტად შეასრულა და თავისი გუნდი დააწინაურა. ყაზაიშვილმს კონკრეტულად ჩემპიონატში 30 თამაშში 9 გოლი დაუგროვდა, ამასთან, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე 8 მატჩში 4 გოლი მიითვალა.

„ულსან ჰიუნდაი“ 67 ქულით ლიდერობას „იეონბუკთან“ ერთად იყოფს და მომდევნო ტურში 6 ნოემბერს, სტუმრად სწორედ ამ გუნდს შეხვდება, რომელიც მისი ერთადერთი კონკურენტია ჩემპიონობისთვის ბრძოლაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118827