ფეხბურთი

10:27 | 31.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სენტ ეტიენის" ფეხბურთელმა "მეცის" კარში გოლი 68 მეტრიდან გაიტანა (+VIDEO)

„სენტ ეტიენის“ თავდამსხმელმა ვაჰბი ხაზრიმ საფრანგეთის ჩემპიონატში წარმოუდგენელი გოლი გაიტანა.

ტუნისელმა ფეხბურთელმა „მეცის“ კარი მოედნის საკუთარი ნახევრიდან დალაშქრა. როგორც Opta იტყობინება, ხაზრიმ კარში 68 მეტრის მანძილიდან დაარტყა და ყველაზე შორი მანძილიდან გატანილი გოლია ლიგა 1-ში, მას მერე, რაც Opta მსგავს მონაცემებს აგროვებს (2006-2007 წლების სეზონიდან).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100493