ფეხბურთი

20:17 | 29.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ სარის საუკეთესო მომენტები (VIDEO)

1970 წლის 29 ოქტომბერს დაიბადა ედვინ ვან დერ სარი. ჰოლანდიის ნაკრების (1995-2008), ამსტერდამის “აიაქსის” (1990-99), ტურინის “იუვენტუსის” (1999-2001), ლონდონის “ფულჰემისა” (2001-05) და “მანჩესტერ იუნაიტედის” (2005-2011) გოლკიპერი. ჰოლანდიის ოთხგზის ჩემპიონი. 2008 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი. 1992 წელს “აიაქსთან” ერთად უეფას თასს დაეუფლა. 1995 წელს მან ასევე ”აიაქსთან” ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა (1995) და უეფას სუპერთასი. “იუვესა” და “ფულჰემის” რიგებში მოიგო ინტერტოტოს თასი. “მანჩესტერთან” ერთად 3-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი (2007, 2008, 2009), ერთხელ ინგლისის ლიგის თასის გათამაშების, 2-ჯერ Community Shield-ის გამარჯვებული. აგრეთვე “მანჩესტერის” მაისურით მოიგო ჩემპიონთა ლიგა (2008) და უეფას სუპერთასი (2008). მონაწილეობდა მსოფლიოსა (1998, 2006) და ევროპის (1996, 2000, 2004, 2008) ჩემპიონატებზე. 2008 წელს შეიყვანეს ევროპის პირველობის სიმბოლურ ნაკრებში. ჰოლანდიის ნაკრებში ჩატარებული აქვს 130 მატჩი. 1995 და 2008 წლებში დაასახელეს ევროპის საუკეთესო მეკარედ.

0.157162