ავტოსპორტი

4:10 | 29.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

აირტონ სენას მამა 94 წლისა გარდაიცვალა

ფორმულა 1-ის ლეგენდის, აირტონ სენას მამა, მილტონ და სილვა სენა 94 წლისა, სიბერით გარდაიცვალა. ის იყო ადამიანი, ვინც აირტონი პირველად აზიარა ავტოსპორტს და ხელი შეუწყო კარიერის განვითარებაში.

მილტონ და სილვა ბიზნსმენი იყო - მანქანების და მეტალის კომერციით იყო დაკავებული. შვილი კარტინგზე მან მიიყვანა და მისთვის პატარა სარბოლო ავტომობილი, პრაქტიკულად თავისი ხელით ააწყო. და როცა დაინახა, რომ აირტონს რბოლების განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა, თავისუფლება მიანიჭა და საოჯახო ბიზნესში კარიერის დაწყება არ მოუთხოვია.

აირტონმა მამისგან სარბოლო კარიერის გაგრძელების უფლებაც და ფინანსური დახმარებაც მიიღო. მაგრამ როგორც კი შვილმა მსოფლიო ჩემპიონის პირველი ტიტული მოიპოვა, მას სთხოვა, რომ სახიფათო საქმისთვის თავი დაენებებინა. აირტონმა არ დაუჯერა და კიდევ ორჯერ გახდა ჩემპიონი. ის ფორმულა ერთის ლეგენდა სიცოცხლეშივე გახდა, 1994 წლის 1 მაისს კი, იმოლას ტრეკზე რბოლისას დაიღუპა.

მამამ შვილის დაღუპვიდან 28 წელი იცოცხლა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112748