ფეხბურთი

19:12 | 28.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

კოტე მახარაძე იწყება

კიდევ ერთხელ გავიხსენებთ ლეგენდარულ კოტე მახარაძეს. ამჯერად, მისი სახელობის საერთაშორისო ტურნირით ფეხბურთში. რომელიც ხვალ დაიწყება.

სასტუმრო Ramada by Wyndham Tbilisi Old City-ში გაიმართა ტურნირის წილისყრა.
8 მონაწილე ორ ჯგუფში გადანაწილდა.

A ჯგუფი: უკრაინა 1, სომხეთი, ყაზახეთი, საქართველო.
B ჯგუფი: უკრაინა 2, აზერბაიჯანი, ლიეტუვა, მოლდოვა.

წილისყრას გაუძღვა უეფას მედია ოფიცერი მამუკა კვარაცხელია.
წილისყრას ესწრებოდა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ
აბაიშვილი.
და, წილისყრაზე წარმოდგენილი იყო ტურნირისთის დაწესებული უამრავი ჯილდო, რომელიც
როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურად გამორჩეულებს გადაეცემა.

კოტე მახარაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირის ორგანიზატორები არიან საქართველოს
ფეხბურთის ფედერაცია, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი და
საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზდობის სამინისტრო.

მატჩები ხვალ, სპორტის აკადემიის საფეხბურთო მოედანზე გაიმართება.
დასაწყისი – 10:00.

ფინალი 13:00-ზე დაიწყება.
საინტერესო უნდა იყოს. მოდით, გელოდებით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117072