თამაშგარე

11:52 | 28.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტერები პლაჟზე კოტრიალობენ

სანამ ჩვენ ნაადრევად აციებას და კავკასიურ სუსხიან დღეებს განვიცდით, ბრიტანული ფეხბურთის ჭეშმარიტი ლეგენდა, ვეტერანი მობურთალი ჯონ ტერი და მისი ეპატაჟური მეუღლე თონი ტერი კარიბის ზღვის კუნძულებზე მდებარე ფეშენებელურ სასტუმროში ისვენებენ და სოციალურ ქსელებში თვალსაამო ფოტოებსაც აქვეყენებენ.

ბრიტთა კუნძულზე ყველას კარგად მოეხსენება, რომ ტერების ოჯახს თბილ და მზით გაჩახჩახებულ პლაჟებზე კოტრიალი ნამეტანი უყვარს და ამ სიამეს ისინი მაშინაც კი არ იკლებდნენ, როდესაც ჯონი მოქმედი ფეხბურთელი იყო და ამის გამო რთული და მომქანცველი სპორტული გრაფიკით უწევდა ცხოვრება.

პლაჟებზე გადაღებული ცნობილი ადამიანების ფოტოები რომ განსაკუთრებულად პოპულარულია, ეს ყველასთვის ცხადია, მაგრამ თონი ტერი პლაჟების გარეშეც არ იზარებს თამამი ფოტოების გადაღებას და სოციალურ ქსელებში დადებას. მის ფოტო-ისტორიას რომ გავყვეთ, ვნახავთ რომ ხან აბაზანაშია ფეხებაპლაკული, ხან საძინებელში და ხან მისაღებ ოთახში. ფაქტია რომ ეს საქმე მართლაც კარგად გამოსდის!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.088693