ფეხბურთი

23:51 | 27.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

2019 წლის შემდეგ პირველად: გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიის თასზე გოლი გაიტანა (+VIDEO)

ბელგიის თასის 1/16 ფინალში „გენტმა“ ქვედალიგელი „ბელისია ბილზენი“ 4:0 გაანადგურა, გიორგი ჩაკვეტაძემ კი სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

ქართველი ფეხბურთელი ამ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო და თავი მე-60 წუთზე გამოიჩინა, როდესაც პენალტი ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:0.

აღსანიშნავია, რომ გიორგიმ ოფიციალურ მატჩში გოლი 2019 წლის 13 აპრილის შემდეგ პირველად გაიტანა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე ყველა ტურნირის ჩათვლით 12 თამაში, 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. „გენტი“ ბელგიის თასის მერვედფინალში გავიდა.

0.115414