ფეხბურთი

19:48 | 26.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

გნაბრი: "დემბელე მბაპეზე უკეთესი მოთამაშეა"

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა სერჟ გნაბრიმ განაცხადა, რომ „ბარსელონას“ ფეხბურთელი უსმან დემბელე „პარი სენ ჟერმენის“ შემტევ კილიან მბაპეზე უკეთესი მოთამაშეა.

„დემბელე მბაპეზე უკეთესია. კილიანს უსმანივით დრიბლინგი რომ შეეძლოს, უეკთესი იქნებოდა. ნებისმიერ შემთხვევაშია, ორივეს „ბაიერნში“ ჩემი თანაგუნდელები მირჩევნია და არ ვაპირებ დებატებში ჩართვას“, - თქვა გნაბრიმ.

შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელეს სეზონის დასაწყისი ტრავმის გამო გაუცდა და ჯერჯერობით ამ სეზონში არ უთამაშია. მოსალოდნელია, რომ ის 30 ოქტომბერს, „ალავესთან“ შევხედრაში „ბარსას“ განაცხადში მოხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109385