ფეხბურთი

11:30 | 25.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ფანები კუმანის მანქანას თავს დაესხნენ

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელს რონალდ კუმანს „რეალთან“ წაგების შემდეგ გულშემატკივრები თავს დაესხნენ.

ფანები ნიდერლანდელის მანქანასთან მივიდნენ, როცა ის სტადიონს ტოვებდა. გულშემატკივრებმა ალყა შემოარტყეს კუმანის მანქანას, ყვიროდნენ და ავტომობილს ხელსაც ურტყამდნენ.

შეგახსეენბთ, „ბარსელონამ“ „ელ კლასიკოში“ „რეალთან“ 1:2 წააგო და ლა ლიგაში 15 ქულით მეცხრე ადგილზეა.

0.11957