სხვა

17:15 | 23.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიგა ჭიკაძემ UFC-სთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ UFC-სთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაცია გიგამ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

ჭიკაძემ მადლობა გადაუხადა UFC-ს მატჩმეიქერ შონ შელბის, ლიგის პრეზიდენტ დანა უაითს და მენეჯერ ალი აბდელ-აზიზს.

გიგა ჭიკაძემ UFC-ში ბრძოლა ბოლოს 29 აგვისტოს გამართა და ბრაზილიელი ედსონ ბარბოზა დაამარცხა. ეს იყო მისთვის კარიერაში მე-14 გამარჯვება, კონკრეტულად UFC-ში კი მეშვიდე (7 ბრძოლიდან).

ქართველი მებრძოლი ნახევრადმსუბუქ წონაში გამოდის და რეიტინგში ამ დროისთვის მერვე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115056