ფეხბურთი

21:03 | 22.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე ინსინიეს გოლი გამოარჩიეს (+VIDEO)

იტალიის ეროვნული ნაკრების და "ნაპოლის" შემტევი ლორენცო ინსინიე გულშემატკივრებმა ევროპა ლიგის მესამე ტურის საუკეთესო გოლის ავტორად დაასახელეს. ინსინიემ ვარშავის "ლეგიასთან" მოგებულ (3:0) შეხვდრაში ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ლორენცოს კონკურენციას კოდი გაკპო (პსვ), ალმამი ტურე ("აინტრახტი") და კიოგო ფურუჰაში ("სელტიკი") უწევდნენ. მიმდინარე სეზონში ინსინიემ ყველა საკლუბო ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.126279