ფეხბურთი

15:47 | 21.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსის გოლი ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში საუკეთესოდ დაასახელეს

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის საუკეთესო გოლად „რეალის“ ჭაბუკი შემტევის, ვინისიუსის „შახტარის“ კარში (0:5) გატანილი ბურთი დაასახელეს.

მეორე ადგილზე ინტერელი ედინ ჯეკოს, მესამეზე კი - ლივერპულელი ნაბი კეიტას გოლები გავიდა.

21 წლის ბრაზილიელმა მართლაც შთამბეჭდავი წარმოდგენა მოაწყო, საჯარიმოში „შახტარის“ თითქმის მთელი დაცვა მოატყუა და ისე შეაგდო. ჯამში კი დუბლი მიითვალა.

0.114371