ფეხბურთი

20:45 | 20.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" ჩემპიონობისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურის და სეზონის ცენტრალურ შეხვედრაში „დინამო ბათუმმა“ „დინამო თბილისს“ „აჭარაბეთ არენაზე“ უმასპინძლა და გუნდების ამოცანა ნათელი იყო - სტუმრებს მხოლოდ მოგება, მასპინძლებს კი ფრეც დააკმაყოფილებდათ.

შეხვედრა საინტერესოდ დაიწყო და ანგარიში სწრაფად გაიხსნა და „დინამო თბილისმა“ პრაქტიკულად პირველივე ნორმალური შეტევა გოლით დაასრულა. ლევან ხარაბაძემ მარცხენა ფლანგიდან კარგად ჩააწოდა, მამუკა კობახიძემ ბურთი ვერ ჩაჭრა და ოსეი ბარნსიმ შანსი გამოიყენა.

ბათუმელებმა გაშვებული გოლის შემდეგ გააქტიურება მოახერხეს და 22-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურის პასით გიორგი ფანცულაია ანდრეს პრიეტოსთან თითქმის პირისპირ დარჩა, მაგრამ ესპანელმა მეკარემ შემტევს აჯობა. იმავე წუთზე გოლს მასპინძლებიც გადაურჩნენ. ამჯერად, ლაზარე კუპატაძესთან ერთი-ერთზე ზორან მარუშიჩი გავიდა, მაგრამ სერბმა ფორვარდმა ვიზავის ვერ მოუგო დუელი და ანგარიში უცვლელი დარჩა. სამაგიეროდ, 38-ე წუთზე წონასწორობა აღდგა. ჩინებული კომბინაციის შემდეგ ფანცულაიამ ჯიღაური დასარტყმელ პოზიციაზე დატოვა და ბათუმელთა ლიდერმა პრიეტოს შანსი არ დაუტოვა.

მეორე ტაიმში არაფერი შეცვლილა. თამაშის ხარისხი დაეცა და 45 წუთი ისე გაილია, რომ რეალური საგოლე მომენტი საერთოდ არ შექმნილა. საბოლოოდ, ფრე 1:1, რაც ლოგიკური შედეგი იყო.

თუმცა, ფრემ წყალი უფრო ბათუმელთა წისქვილზე დაასხა, რადგან 7-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა და ჩემპიონობას ერთი ტურით მიუახლოვდა. წინ კიდევ 6 ტურია, გამორცხული ცხადია არაფერია, მაგრამ წესით „დინამო თბილისს“ ჩემპიონობის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.

მომდევნო ტურში „დინამო ბათუმი“ სტუმრად „სამტრედიას“, „დინამო თბილისი“ კი „საბურთალოს“ შეხვდება. ორივე მატჩი 24 ოქტომბერს გაიმართება.

„დინამო ბათუმი“ – „დინამო თბილისი“ 1:1 (1:1)

ბათუმი, „აჭარაბეთ არენა“

„დინამო ბათუმი“ (4-2-3-1): კუპატაძე; ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი; ალთუნაშვილი (მანჯგალაძე 89), ტეიდი; მამუჩაშვილი (ზარია 74), ჯოვინო (შინდაგორიძე 89), ჯიღაური (გროცურეკი 90); ფანცულაია (გაფრინდაშვილი 74)

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

„დინამო თბილისი“ (5-4-1): პრიეტო; სპორკსლედე, ხვადაგიანი, ბენიო, კალანდაძე, ხარაბაძე; კუცია (მორჩილაძე 58), რადინი (მოისწრაფიშვილი 52), მექვაბიშვილი, ბარნსი (ქავთარაძე 68); მარუშიჩი

მწვრთნელი: კახა ცხადაძე

გოლები: 0:1 ბარნსი (18), 1:1 ჯიღაური (38)

გაფრთხილება: მამუჩაშვილი (30), ჯოვინო (43), ფანცულაია (66), ჩაბრაძე (75), ტეიდი (76) - ხვადაგიანი (49), კუცია (56), ხარაბაძე (90)

მსაჯი: ჰ. გოჩეკი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116921