ფეხბურთი

14:30 | 20.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლიდან" სტივ ბრიუსი გაათავისუფლეს

„ნიუკასლ იუნაიტედიდან“ მთავარი მწვრთნელი სტივ ბრიუსი დაითხოვეს. ინფორმაცია ინგლისური კლუბის ვებგვერდმა გაავრცელა.

ბრიუსის გაშვების შესახებ ხმები ჯერ კიდევ მაშინ დაირხა, როცა გუნდი არაბმა ინვესტორებმა შეისყიდეს, ხოლო „ტოტენჰემთან“ საშინაო მარცხი (2:3) ინგლისელი სპეციალისტის ბოლო შანსი გამოდგა.

სტივ ბრიუსი „ნიუკასლს“ 2019 წლიდან ავარჯიშებდა, როცა რაფაელ ბენიტესი შეცვალა. ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება „კაჭკაჭების“ ახალი თავკაცი, არაერთი კანდიდატურა დაუკავშირეს ბოლო დროს, მაგრამ ახლა ფავორიტად პაულუ ფონსეკა მიიჩნევა.

„ნიუკასლმა“ მიმდინარე სეზონი საშინლად დაიწყო და პრემიერლიგაში 8 ტურის შემდეგ 3 ქულით მე-19 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120953