ფეხბურთი

19:57 | 18.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუკას ერნანდესი შესაძლოა 10 დღეში 6 თვით დააპატიმრონ

საფრანგეთის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ მცველ ლუკას ერნანდესს 28 ოქტომბრიდან პატიმრობა ემუქრება.

ფრანგი ფეხბურთელი მადრიდის სასამართლოში საქმის განხილვამდე ერთი დღით ადრე ნებაყოფლობით გამოცხადდა და მას განაჩენი გამოუტანეს. 10 დღე აქვს იმისთვის, რომ თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს და ციხეს თავი აარიდოს. თუ 28 ოქტომბრამდე მისი ადვოკატების საჩვარი არ დაკმაყოფილდება, „ბაიერნის“ ფეხბურთელს 6 თვით ციხეში ყოფნა მოუწევს. ესპანური პრესის ცნობით, დროის სიმცირიდან გამომდინარე საჩივრის დაკმაყოფილების შანსი საკმაოდ მცირეა.

ლუკას ერნანდესმა 2017 წელს იმ დროისთვის მის შეყვარეუბულზე, ამელია დე ლა ოსა ლორენტეზე ფიზიკურად იძალადა, რის შედეგადაც სასამართლომ მას 31 დღით საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულება და დაზარალებულთან 500 მეტრზე მიახლოვება აუკრძალა.

თუმცა, წყვილი მოგვიანებით შერიგდა და იქორწინეს კიდეც, დასასვენებლადაც ერთად წავიდნენ. სწორედ აკრძალვის დარღვევაში ედავება ახლა სასამართლო ფრანგ ფეხბურთელს, რომ მან დაარღვია ლორენტესთან მიახლოვების განაჩენი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10799