ავტოსპორტი

3:31 | 17.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარი“ დარჩენილ რბოლებში კვარცხკლბეკებისთვის იბრძოლებს

სოჭის და ისტანბულის რბოლებზე, „ფერარიმ“ თავის პილოტებს ახალი ძალური დანადგარები დაუყენა, რაც შარლ ლეკლერის და კარლოს საინსის შედეგებზე სწრაფადვე აისახა. ლეკლერს ისტანბულში კვარცხლბეკამდე ცოტა დააკლდა.

გუნდის შეფი მატია ბინოტო ახალი აგრეგატით, რომლითაც მარანელოელები მომავალ სეზონშიც იასპარეზებენ, კმაყოფილია. მართალია, ის ამბობს, რომ სიმძლავრე ბევრით არ გაზრდილა, მაგრამ ძრავს აქვს პარამეტრები, რომელთა წყალობითაც, ინჟინრები მანქანის დახვეწასაც შეძლებენ.

რაც მთავარია, ბინოტოს აზრით, ახლა „ფერარი“ უკვე მხოლოდ „მერსედესს“ და „რედ ბულს“ ჩამორჩება და სრული საფუძველი აქვს იმისთვის, რომ ყოველ რბოლაში, კვარცხლბეკზე ადგილის დასაკავებლად იბრძოლოს.

„რეალისტები უნდა ვიყოთ. ლიდერებთან ახლა უფრო ახლოს ვართ. მაგრამ ისინი კვლავაც მიუღწევლები არიან. ახალი ძალური დანადგარი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ მათ უკან, ესე იგი, დანარჩენებზე წინ განვლაგდეთ. ახლა უკვე კვარცხლბეკს ვხედავთ და ვეცდებით, რომ მასზე ყოველი რბოლის შემდეგ ავიდეთ“, - ამბობს ბინოტო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115275