ფეხბურთი

22:47 | 16.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსი“ ისევ პირველია

წლევანდელი პრემიერლიგის დასაწყისი ცოტათი 2019 წლისას გავს. ისევ დაბრუნდა მაყურებელი ტრიბუნებზე, „ლივერპული“ კვლავ დაუმარცხებელია, „წითლებმა“ ისევ ყველაზე მეტი ბურთი გაიტანეს ლიგაში და „უოტფორდსაც“ ისე მოუგეს, ეჭვი არავის შეპარვია ამაში.

„უოტფორდმა“ თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი, ჩისკო მუნიოსი უცნაურად დაითხოვა და თავკაცად კლაუდიო რანიერი დანიშნა. თავიდანვე ვიტყვით, რომ იტალიელის პრემიერლოგური რე-დებიუტი კატასტროფული გამოდგა. სტუმარმა მერსისაიდელებმა ხუთი ბურთი გაიტანეს და რომ დასჭირვებოდათ, ერთ ამდენს კიდევ მოახერხებდნენ.

ოფიციალურად მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ფირმინო გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა და ერთიც საგოლედ უპასა სალაჰს. ამისდაკვალად, ბობი პირველი ბრაზილიელია, ვისაც პრემიერლიგაში ერთზე მეტი ჰეთ-თრიქი მოუხერხებია. მანამდე სამი ბურთი მან 2018 წელს გაუტანა „არსენალს.“

მაგრამ სახალხო გმირი ამჯერადაც მო სალაჰი იყო. ეგვიპტელმა წინა ტურში „სიტისთან“ შესრულებული შედევრის შემდეგ, ამჯერადაც მოხიბლა ქომაგი თავისი ტექნიკით. ფანტასტიკური სილმაზის ბურთი შეაგდო. სკოლის მოსწავლეებივით გააბითურა მეტოქე მცველები საჯარიმოში და შორეულ კუთხეში „ჩასვა“ სფერო.

ერთი სადიო მანემაც შეაგდო, ეს სენეგალელის მე-100 გოლი გახლდათ პრემიერლიგაში.

„გადასარევი იყო. სანაკრებო პაუზის შემდეგ ყოველთვის ძნელია სასურველი რიტმის დაჭერა, რადგან ფეხბურთელები იქ სხვადასხვა სისტემებით თამაშობენ. დაბრუნების კვალად მხოლოდ ერთხელ ვივარჯიშეთ და მაინც ჩინებულად ვითამაშეთ. ალბათ „უოტფორდსაც“ ჰქონდა რაღაც ჩანაფიქრები, მაგრამ მათი განხორციელების საშუალება არ მივეცით“ - უთხრა შემდეგ კლოპმა BBC-ის.

არავის ჰქონდა ილუზია, რომ შონ დაიჩის „ბარნლი“ ჩემპიონ „სიტის“ ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდა. ასეც მოხდა, „ქალაქელებმა“ ძალების მინიმალური დახარჯვით დაამარცხეს მეტოქე და მესამე ადგილზე დგანან.

„ლესტერმა“და „მანჩესტერმა“ მაყურებელი არ მოაწყინეს. ვერ ვიტყვით, რომ გუნდებმა ლამაზად ითამაშეს, თუმცა მატჩს თრილერის ელემენტები და ცეცხლოვანი ბოლო 15 წუთი ახლდა.

ანგარიში მე-19 წუთზე სტუმარმა მეისონ გრინვუდმა გახსნა, 32-ზე იური ტილემანსმა გაათანბრა.

78-ე წუთზე უკვე მასპინძლები დაწინაურდნენ, თავი ჩეგლარ სეიუნჯუმ გამოიჩინა. თუმცა, ოთხიოდ წუთში მარკუს რაშფორდმა ისევ აღადგინა წონასწორობა

მაგრამ წუთიც არ გასულიყო, რომ „თავისი“ ჯეიმი ვარდიმ გაიტანა. მსაჯის წამატებულ წუთებზე კი წერტილი ზამბიელმა პატსონ დაკამ დასვა - 4:2.

მანჩესტერელებს ტრავმის შემდეგ, კაპიტანი ჰარი მაგუაირი დაუბრუნდათ. კრიშტიანუ რონალდუმ 90 წუთს ითამაშა.

„მანჩესტერმა“ პრემიერლიგის გასვლით შეხვედრებში 2020 წლის იანვრის შემდეგ პირველად წააგო. ლესტერშირელებმა მათ 29 მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყვიტეს.

დღის გვიან მატჩში „ჩელსიმ“ სტუმრად დებიუტანტ „ბრენტფორდს“ მინიმალური ანგარიშით სძლია. თუმცა, ეს ყველაფერი გამართლებისა და მეკარე ედუარ მენდის შესანიშნავი მოგერიებების წყალობით მოხდა. მასპინძლებმა ბევრი პრობლემა შეუქმნეს სტუმრებს. ბრაიან მბეუმომ ბურთი ორჯერ ძალსაც გაარტყა.

საბოლოოდ ლონდონელთათვის ყველაფერი კარგად დამთავრდა და ისინი კვლავ პრემიერლიგის ლიდერები არიან.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-8 ტური

16 ოქტომბერი

უოტფორდი - ლივერპული 0:5

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“

0:1 მანე (9), 0:2, 0:3 ფირმინო (37, 52), 0:4 სალაჰი (54), 0:5 ფირმინო (90+1)

უოტფორდი: ფოსტერი, როუზი, ტროსტ-ეკონგი, კეტკარტი, ფემინია (ნგაკია 56), მასინა (კლევერლი 46), სისოკო, სარი, კუცკა, დენისი (პედრო 70), ერნანდესი

მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

ლივერპული: კელეჰერი, ალექსანდერ-არნოლდი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 65), ვან დეიკი, მატიპი, რობერტსონი (ციმიკასი 64), მილნერი (უილიამსი 83), კეიტა, ჰენდერსონი, ფირმინო, მანე, სალაჰი

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: ჯონათან მოსი

გაფრთხილება არ ყოფილა

ლესტერი - მანჩესტერი 4:2

ლესტერი. „კინგ ფაუერი“

0:1 გრინვუდი (19), 1:1 ტილემანსი (31), 2:1 სეიუნჯუ (78), 2:2 რაშფორდი (82), 3:2 ვარდი (82), 4:2 დაკა (90+1)

ლესტერი: შმეიხელი, პერეირა, ევანსი (ვესტერგორი 88), ამარტი, სეიუნჯუ, კასტანი, ტილემანსი, სუმარე, მედისონი (პერესი 73), იჰეანაჩო (დაკა 77), ვარდი

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

მანჩესტერი: დე ხეა, ვან-ბისაკა, მაგუაირი, ლინდელოფი, შოუ, მატიჩი (მაკტომინეი 80), პოგბა, ფერნანდეში, გრინვუდი (ლინგარდი 80), სანჩო (რაშფორდი 65), რონალდუ

მწვრთნელი: ულე-გუნარ სულშერი

მსაჯი: კრეიგ პოუსონი

გაფრთხილება: ლინდელოფი (52), ვან-ბისაკა (85), პოგბა (86)

სიტი - ბარნლი 2:0

მანჩესტერი. „ეტიჰადი“

1:0 სილვა (12), 2:0 დე ბრუინი (70)

სიტი: სტეფენი, კანსელუ, სტოუნზი, აკე, ლაპორტი (დიაში 72), როდრი, დე ბრუინი (ფერნანდინიო 84), ბერნარდუ სილვა (პალმერი 90+2), მაჰრეზი, ფოდენი, სტერლინგი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

ბარნლი: პოუპი, ლოუტონი, ტარკოვსკი, კოლინზი, პიტერსი, ბრაუნჰილი, კორკი (გუდმუნდსონი 72), ვესტვუდი, მაკნილი, კორნე (ბარნსი 56), ვუდი (როდრიგესი 82)

მწვრთნელი: შონ დაიჩი

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

გაფრთხილება: ლაპორტი (45+3)

ბრენტფორდი - ჩელსი 0:1

ბრენტფორდი. „ბრენტფორდ ქომიუნითი“

0:1 ჩილუელი (45)

ბრენტფოფრდი: რაია, პინოკი, ზანკა, იანსონი, ჰენრი, იენსენი, ნერგორი, ონიეკა (ფორსი 67), კანიოსი (გოდოსი 72), მბეუმო, ტოუნი

მწვრთნელი: ტომას ფრანკი

ჩელსი: მენდი, ჩილუელი, ჩალობა, კრისტენსენი, სარი, ასპილიკუეტა (ჯეიმსი 89), ლოფტუს-ჩიკი, კანტე, კოვაჩიჩი (მაუნტი 65), ვერნერი, ლუკაკუ (ჰავერსი 77)

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

მსაჯი: ენტონი ტეილორი

გაფრთხილება: კანიოსი (32); კოვაჩიჩი (18)

ასტონ ვილა - ვულვზი 2:3

1:0 ინგზი (48), 2:0 მაკგინი (69), 2:1 საისი (80), 2:2 კოდი (86), 2:3 ნევეში (90+5)

საუთჰემპტონი - ლიდსი 1:0

1:0 ბროა (53)

ნორვიჩი - ბრაიტონი 0:0

0.133012