ფეხბურთი

22:32 | 15.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

პარაგვაიმ ბერისო გაათავისუფლა

არგენტინელი სპეციალისტი ედუარდო ბერისო პარაგვაის ფეხბურთის ასოციაციამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. აღნიშნული ინფორმაცია ასოციაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ბერისომ პარაგვაის ნაკრები 2019 წლის თებერვალში ჩაიბარა. მას შემდეგ გუნდმა შვიდი მატჩი მოიგო, 11 ფრედ ითამაშა, ხოლო 13 შეხვედრაში დამარცხდა. 14 ოქტომბერს პარაგვაი ბოლოვიასთან მუნდიალის შესარჩევ მატჩში 0:4 დამარცხდა და ამის შემდეგ დაატოვებინეს პოსტი. პარაგვაი შესარჩევ ეტაპზე 12 ტურის შემდეგ მერვე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112503