ავტოსპორტი

3:20 | 15.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩინეთის დიდი პრიზი რეზერვში გადაინაცვლებს

ფორმულა 1 მალე მომავალი სეზონის კალენდარს გამოაქვეყნებს, რომელშიც მეოთხე ეტაპად, ჩინეთის დიდი პრიზია ჩაწერილი, მაგრამ როიტერსის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შანჰაის რბოლა სარეზერვო სიაში გადაინაცვლებს და თუ საჭირო გახდა, შესაძლოა, სეზონის მეორე ნაწილში დაბრუნდეს.

ფორმულა ერთი თვლის, რომ მისი განვითარებისთვის, ჩინეთის ბაზარი და შესაბამისად, ამ ქვეყანაში რბოლების ჩატარება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შანჰაიში რბოლა როგორც წესი, გაზაფხულზე ტარდება ხოლმე, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის და მასთან დაკავშირებული, მოგზაურობის შეზღუდვების გამო, უკვე ორჯერ გაუქმდა.

შექმნილი სიტუაციის გამო, კალენდრის წინასწარ ვარიანტში, შანჰაის ეტაპის შემცვლელად, იმოლაა (იტალია) შეტანილი, რომელიც უკვე ორი სეზონია, სარეზერვო რბოლის დანიშნულებას წარმატებით ასრულებს.

ჩინეთი თებერვალში ძამთრის ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს (პეკინი), რის გამოც, ბევრი საერთაშორისო შეჯიბრი და ღონისძიება ან გაუქმდა, ან უფრო გვიან გაიმართება. ამასთან ოლიმპიადის ბილეთები მხოლოდ ადგილობრივებზე გაიყიდება, არავაქცინირებულ ათლეტებს კი კარანტინში 21 დღის გატარება მოუწევთ. მსგავს პირობებში, იქ ფ1-ის რბოლის ჩატარება შეუძლებელი გახდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119748