ავტოსპორტი

1:58 | 13.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბოტასი 35 პილოტია, ვინც ფორმულა 1-ში 10 მოგებას მიაღწია

იმ პოლტების რიცხვი, ვისაც ფორმულა 1-ში 10 ან მეტი რბოლა აქვთ მოგებული, 35-მდე გაიზარდა. ათიანთა კლუბის ახალი წევრია ვალტერი ბოტასი, ვინც ახლახანს თურქეთის დიდი პრიზი მოიგო.

ფორმულა 1-ს 33 მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს, მაგრამ ზოგ მათგანს ათი მოგებაც არ აქვს. ზუსტად 10-10 მოგება აქვთ მსოფლიო ჩემპიონებს, ჯეიმს ჰანტს (ბრიტანეთი) და ჯოდი შექტერს (სამხრეთ აფრიკა). ამდენივე გამარჯვებას მიაღწიეს რონი პეტერსონმა (შვედეთი) და გერჰარდ ბერგერმა (ავსტრია), რომლებსაც ტიტული ერთხელაც არ მოუგიათ.

სულ რვა პილოტია ისეთი, ვისაც ფ1-ის ჩემპიონის ტიტული არ მოუპოვებია, მაგრამ 10 ან მეტი მოგება აქვს. მათ შორის არის მაქს ფერსტაპენი, ვისაც უკვე 17 გამარჯვება აქვს და მიმდინარე სეზონში, ტიტულისთვის იბრძვის. 16 მოგება აქვს სტირლინგ მოსს (ბრიტანეთი), 13 დევიდ კულტჰარდს (ბრიტანეთი), 12 კარლოს როიტემანს (არგენტინა), 11-11 ფელიპე მასას და რუბენს ბარიკელოს (ორივე ბრაზილია) და 10-10 პეტერსონს და ბერგერს.

ბოტასმა ისტანბულ პარკზე, თავის კარიერაში მე-18 პოულიც მოიპოვა, რითაც თავის თანამემამულე კიმი რაიკონენს, მარიო ანდრეტის (აშშ) და რენე არნუს (საფრანგეთი) გაუთანაბრდა. თუმცა რეალურად ბოტასმა კვალიფიკაცია მეორე ადგილზე დაასრულა. მაგრამ იმის გამო, რომ მისმა თანაგუნდელმა ლუის ჰამილტონმა, ძრავის შეცვლის გამო, სტარტზე ათი ადგილი დაკარგა, პოულზე სწორედ ფინელი გადავიდა.

0.112423