ფეხბურთი

19:02 | 12.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ელიტ-რაუნდის საგზური მოიპოვა

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წარმატებით დაძლია და ელიტ-რაუნდის საგზური მოიპოვა.

ვასილ მაისურაძის გუნდმა მე-10 ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ბოლო ტურში მასპინძელ ნორვეგიას მოუგო. მატჩის ბედი გიზო მამაგეიშვილის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც 26-ე წუთზე პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა! 35-ე წუთზე გამარჯვებაში თავისი წვლილი ქართველთა მეკარე ლუკა ხარატიშვილმაც შეიტანა, რომელმაც ბრაიან ფიაბემას პენალტი აუღო. დარჩენილ დროში ორივე გუნდს ჰქონდა შანსი, მაგრამ გოლი არ გასულა.

ამრიგად, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 7 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. ნორვეგიამდე ქართველმა ფეხბურთელებმა კოსოვოს მოუგეს (1:0), ხოლო უელსთან ნულოვან ფრეს დასჯერდნენ. საქართველოს ნაკრებმა ტურნირი გოლგაუშვებლად ჩაატარა და ელიტ-რაუნდში დამსახურებულად გავიდა. მეორე ადგილი ნორვეგიამ 6 ქულით დაიკავა და ისიც ელიტ-რაუნდში ითამაშებს, ხოლო უელსი და კოსოვო ჯგუფში ჩარჩნენ.

საქართველო (U19) - ნორვეგია (U19) 1:0 (1:0)

საქართველო (4-4-2): ხარატიშვილი; პირტახია, სალუქვაძე, დუნდუა, ჩხეტიანი; ო. მამაგეიშვილი, გაგნიძე (უგრეხელიძე 89), გეგუჩაძე (კეკელიძე 90), გ. მამაგეიშვილი (ცხოვრებაშვილი 75); კვერნაძე (იობაშვილი 75), ღვიშიანი

გოლი: 1:0 გ. მამაგეიშვილი (26)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123563