ფეხბურთი

14:25 | 12.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერდინანდმა „ნიუკასლს“ კონტე ურჩია

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, რიო ფერდინანდმა, განაცხადა, რომ „ნიუკასლის“ ახალ მფლობელს, მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტეს დანიშვნას ურჩევდა.

„მწვრთნელის დანიშვნის გადაწყვეტილების მიღება რთულია. საბოლოოდ, ყველაფერს ფული წყვეტს. ფული გაჩნდა, ამიტომ „ნიუკასლის“ ახალ ხელმძღვანელობას დამრიგებლად ანტონიო კონტეს დანიშვნას ვურჩევდი. გასულ სეზონში მან „ინტერი“ იტალიის ჩემპიონი გახადა. ამჟამად კი თავისუფალია. შეგიძლიათ მისი გადაბირება? სცადეთ ბედი, არ შეცდებით.“ - წერს ტვიტერში ფერდინანდი.

გასულ კვირას „ნიუკასლის“ აქციების 80 პროცენტი საუდის არაბეთის სამთავრობო საინვესტიციო ფონდმა იყიდა, რომელიც პორველ ეტაპზე კლუბისთვის დაახლოებით 400 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134169