ჭიდაობა

23:41 | 10.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც სერბეთის ღირსებას იცავს, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

87 კგ წონით კატეგორიის ფინალში დათუნაშვილმა ბელარუსი კირილ მასკევიჩი აშკარა უპირატესობით 9:1 დაამარცხა და კარიერაში პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. მან ფინალამდე სამი შეხვედრა მოიგო - ჯერ რუს მილად ალირზაევთან (4:3), შემდეგ ქართველ ლაშა გობაძესთან (2:1) და ნახევარფინალში დანიის სახელით მოასპარეზე ტურპან ბისულტანოვთან (5:1).

დათუნაშვილისთვის 2021 წელი ძალზე შედეგიანი და წარმატებული გამოდგა. მსოფლიოს ჩემპიონობის გარდა, ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა (ყველა სერბეთის სახელით). ზურაბ დათუნაშვილი საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანია და ჩვენი სახელით ორგზის ევროპის ჩემპიონია.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა, მაგრამ მათ შორის, ოქრო არცერთია - 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111497