ფეხბურთი

18:33 | 10.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ გიგაშვილი კარიერას უკრაინულ გუნდში გააგრძელებს

ქართველი მცველი ზურაბ გიგაშვილი კარიერას კრივოი როგის „კრივბასში“ გააგრძელებს. ინფორმაცია უკრაინული გუნდის ვებგვერდმა დაადასტურა.

19 წლის ქართველი ფეხბურთელი გასულ სეზონში რუსულ „ტამბოვში“ თამაშობდა და რუსეთის პრემიერლიგაში 8 მატჩი ჩაატარა. ზურაბს ასევე უთამაშია „არმავირსა“ და თურქული „ანკარაგიუჯუს“ ასაკობრივ გუნდებში. გიგაშვილს მარტში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში დებიუტი ჰქონდა ბელარუსთან მოგებულ შეხვედრაში (4:1).

„კრივბასი“ უკრაინის პირველ ლიგაში (რანგით მეორე დივიზიონი) ასპარეზობს და 12 ტურის შემდეგ 24 ქულით მეორე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118495