ფეხბურთი

1:44 | 9.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანდორას სტადიონზე, სადაც ინგლისმა უნდა ითამაშოს, ხანძარი გაჩნდა (+VIDEO)

ანდორაში ეროვნულ სტადიონზე ხანძარი გაჩნდა. ინციდენტი ინგლისის ნაკრებთან მატჩის გამართვამდე 24 საათით ადრე მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებს ვარჯიში ახალი დასრულებული ჰქონდათ, როდესაც სტადიონზე ცეცხლი გაჩნდა, თუმცა, მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ჩაქრობა მალევე მოახერხეს, მაგრამ ჯერ მაინც არ არის გადაწყვეტილი, ამ სტადიონზე შედგება თუ არა, ანდორისა და ინგლისის ნაკრებთა დაპირისპირება.

0.144745