ავტოსპორტი

1:55 | 8.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფეტელი ახალი კალენდრით უკმაყოფილოა

ფორმულა 1-ის მომავალი წლის სეზონი რეკორდული უნდა იყოს რბოლების რაოდენობით. ჯერ კალენდარი არ გამოქვეყნებულა, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ მასში 23 ეტაპი შევა. რა თქმა უნდა, ფანებისთვის ეს კარგა - მათთვის მეტი რბოლა ყოველთვის უკეთესია. მოგებაში დარჩებიან ორგანიზატორიც და გუნდებიც.

მაგრამ ფაქტია, რომ მეტ რბოლას, თავისი პრობლემებიც მოაქვს. გუნდების წევრებს უფრო დაძაბულ რეჟიმში და დიდხანს მოუწევთ მუშაობა. პილოტებსაც თავისუფალი დრო თითქმის აღარ დარჩებათ. გაიზრდება ლოჯისტიკური ხარჯები დიდი ალბათობით, გუნდებს ახალი თანამშრომლების აყვანა მოუწევთ.

გაფართოებული კალენდარი არ მოსწონს სებასტიან ფეტელს: „არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ აქ ადამიანები მუშაობენ. მათ მთელ მსოფლიოში წანწალი უწევთ. კარგით, შეიძლება ერთი მხრივ გამართლებულია, მოგება იზრდება. მაგრამ მარტივად დავითვალოთ. წელიწადში 52 კვირაა. მინიმუმ ორი თვე რბოლებისთვის ამინდის გამო გამოუსადეგარია. ასე რომ, 23 რბოლა ძალიან ინტენსიურ სეზონს გვპირდება“.

„ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ ჩემპიონატი გარემოს არ უნდა ვნებდეს. მაგრამ მხოლოდ გარემო ხომ არაა, აქ ადამიანები მუშაობენ. სარბოლო უქმეები გაცილებით დიდხანს გრძელდება, ვიდრე ჩანს. აქ მარტო შაბათი და კვირა არაა. მოკლედ, ვერ ვიტყვი, რომ რბოლების მომატებით გაგვიმართლა. თან მარტო პილოტები ხომ არ ვართ. გუნდებს ჰყავს პერსონალი, ინჟინრები, მექანიკოსები. მათ ოჯახები ჰყავთ. მაგრამ მათ იშვიათად ხედავენ, რადგამ სულ სამსახურში, ახლობლებისგან შორს არიან“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112074