ფეხბურთი

21:12 | 7.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"კრისტალ პალასის" ფეხბურთელმა კომპენსაცია გადაუხადა ადამიანს, რომელმაც მის გამო სმენა დაკარგა

„კრისტალ პალასის“ თავდამსხმელმა ოდსონ ედუარმა კომპენსაცია გადაუხადა ადამიანს, რომელსაც 4 წლის წინ მის გამო სმენა დაუქვეითდა.

2017 წელს ფრანგი „ტულუზაში“ თამაშობდა, როცა ქუჩაში 62 წლის გამვლელს პნევმატური იარაღით თავში შემთხვევით ესროლა, რის შედეგადაც მან ერთ ყურში სმენა დაკარგა.

ედუარს მაშინ 4 თვით პირობითი სასჯელი გამოუტანეს და 6 ათასი ევროთი დააჯარიმეს. ამის შემდგომ ფრანგი მსხვერპლს არ დაუკავშირდა, რის გამოც ჯარიმის ოდენობა გაიზარდა.

ახლა კი მან დაზარალებულს 20 000 გირვანქა სტერლინგი გადაუხადა (დაახლოებით 23 500 ევრო).

0.112368